მთავარი ციტატა

“ირაკლი შოთაძის ღირსეულ გადაწყვეტილებებსა და რეფორმებს ვერ ვიხსენებ”, – ლევან თარხნიშვილი

„ვერც მის რეფორმებს ვიხსენებ და ვერც ღირსეულ გადაწყვეტილებებს, სამაგიეროდ, მახსოვს დარღვევები, რომლებიც მის დროს იყო და რამაც აიძულა, თანამდებობიდან წასულიყო. ირაკლი შოთაძის მობრუნება ორი რამის მაჩვენებელია, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ უპრინციპო ადამიანებთან გვაქვს საქმე და ეს ახალი არ არის, მეორე, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვან კრიზისშია „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი. წრე, რომელსაც ის ენდობა, უკიდურესად ვიწროა. რაც მთვარია, იმ ადამიანების რაოდენობაც შემცირდა, ვისაც სურვილი აქვს, ამ მთავრობაში თანამდებობა დაიკავოს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ არ უნდა ავიდეს ხომალდზე, რომელიც ჩასაძირად არის განწირული“

ლევან თარხნიშვილი, “ევროპული საქართველოს” წევრი

ეს განცხადება ლევან თარხნიშვილმა პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარედგინა. დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი. კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.

იტვირთბა....