ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება შეუმცირდება

გერმანული გამოცემის, “დოიჩე ველეს” ინფორმციით, ევროკავშირი თურქეთისთვის ფინანსურ დახმარება ამცირებს. გამოცემა ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტს მისწერა.

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ფინანსური დახმარება თურქეთში რეფორმების გატარებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ოფიციალური ანკარა მანამდე გათვლილ თანხაზე 75 პროცენტით ნაკლებს მიიღებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა 168 მილიონი ევროა, საიდანაც 150 მილიონი ევროდემოკრატიის განვითარებას მოხმარდება.

არსებული ცნობით, ევროკავშირის გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება.

 

იტვირთბა....