ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლორა თორნტონის თქმით, ვინც ეთიკას დაარღვევს, ის პარლამენტარები მომავალ არჩევნებზე სიაში არ მოხვდებიან” – კვიციანი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ლორა თორნტონთან შეხვედრა გაიხსენა.

კვიციანის თქმით, ლორა თორნტონმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ იძულებულს გახდის პარტიებს, ვინც ეთიკას დაარღვევს, ის პარლამენტარები მომავალ არჩევნებზე სიაში არ მოხვდნენ.

„ლორა თორნტონი ამბობდა, იძულებულს გავხდით პარტიებს,ვინც ეთიკას დაარღვევს ის პარლამენტარები მომავალ არჩევნებზე სიაში არ მოხვდნენო. ეს რას ნიშნავს? პარტიებსაც აქვთ საშუალება იძულებულები გახადონ არასამთავრობოები თავდასხმებით და სასტვენებით, რომ სიაში შეიყვანონ ის ადამიანები, ვინც მათ უნდათ. ჩხუბი მიდის იმაზე, პროპორციული იქნება, თუ მაჟორიტარული და არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. თუ არჩევნები სამართლიანი იქნება, ჩვენს ქვეყანაში ყველაფრი იქნება დალაგებული. თუ ისევ, როგორც ადრე სუს-მა დაუწერა პროცენტები და სუს-ს კიდე უკარნახებს უცხოური სპეცსამსახურები, თუ რა პროცენტები უნდა დაწეროს, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. გაიხსენეთ, რამდენჯერაც რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, მაგალითად ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, თეა წულუკიანი ეროვნულ საკითხებში ზღვარს და წითელ ხაზებს არ გადავიდნენ, იმდენჯერ გამოვარდნენ არასამთავრობოები, რომლებიც NDI-სთან დაახლოებულები არიან და დაიწყეს წივილ-კივილი მაგათ გადადგომაზე. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია სწორედ ორმაგმა მოქალაქეობამ შეიწირა. ქალბატონ ლორამ თქვა ერთხელ, რომ თვითონ ისეთი ქვეყნიდანაა, სადაც დიდ პატივს სცემენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ვკითხე მე, თუ არსებობდა მათ ქვეყანაში ცილისწამების მუხლი და მიპასუხა, კი არსებობს, თქვენთან არ არისო? ეს იყო კაჭრეთში. მე არასდროს ტყუილად არ ვიტყვი და ეს ქალბატონმა ლორამაც ძალიან კარგად იცის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ იქ მომახვედრა, სადაც ვიყავი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე. ვინც ჩემთან ერთად იყვნენ, კაციშვილს ხმა არ მოუღია. სანამ ჩვენ ხელისუფლებას ჩვენვე არ ავირჩევთ, არაფერი არ გვეშველება. სანამ ხალხი არ იქნება წყარო ხელისუფლების, არაფერი გვეშველება და პოლიტიკოსები ყოველთვის იმუშავებენ იმ სპეცსამსახურებზე, რომლებსაც მოჰყავთ და სვამენ ხელისუფლებაში“,- განაცხადა კვიციანმა.

იტვირთბა....