“შეწყალების კრიტერიუმები, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ წინა წლის დასასრულს პრეზიდენტის აქტში, არის ძალიან ნათელი, განჭვრეტადი და მკაფიო. მე, როგორც იუსტიციის მინისტრს, არ მსმენია არც ერთი პატიმრისგან პრეტენზია იმის შესახებ, რომ კრიტერიუმები განჭვრეტადი არ არის. რა თქმა უნდა, მსმენია პრეტენზია ჩვენი პატიმრებისგან, რომ შეწყალებულთა უფრო დიდ რიცხვს მოელიან ხოლმე ყოველ დღესასწაულზე, მაგრამ პრეტენზია იმის შესახებ, თითქოს განჭვრეტადი არ არის, პირადად არ მსმენია და არც მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქტს ამ მხრივ რაიმე ტიპის ხარვეზი აქვს”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
განაცხადა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა
შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.
საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.
პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: