ცხინვალი შეშფოთებულია „აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ალსან ბჟანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ სფეროში დიალოგის დამყარების შესახებ“ – ამის შესახებ განცახდება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანმა ზაზა დრიაევიმ გააკეთა.
მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა თავდაპირველად ნდობა უნდა აღადგინონ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა შეშფოთებულნი ვართ ამ ქმედებებით. მაგრამ, ვისთან და როგორ წარმართონ დიალოგი, ეს აფხაზეთის საშინაო საქმეებია და აფხაზი ხალხის არჩევანია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოძმე რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა დრიაევმა.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს მანამ, ვიდრე თბილისი არ ცნობს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მხარეები ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი უნდა იყოსროგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს.