მთავარი ციტატა

“შოთაძის დაბრუნება შედის ივანიშვილის ინტერესში”

“შოთაძის დაბრუნება შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში; ასევე შედის უჩა მამაცაშვილის ინტერესში; იმ სინდიკატის ინტერესში, რომელიც არის დაპატრონებული ძირითადად ეკონომიკურ რესურსებს, რომელმაც მოახდინა ყველაფრის მიტაცება და შესაბამისად, ბუნებრივია, ეს კორუმპირებული ლიდრშიპი არის დაინტერესებული, რომ შოთაძე, როგორც კარგი შემსრულებელი, დააბრუნონ გენერალურ პროკურორად”

ლევან გოგიჩაიშვილი – პარლამენტის წევრი

აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტებთან საუბრისას გოგიჩაიშვილი გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის  14 კანდიდატია წარდგენილი.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

იტვირთბა....