მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ იმდენად მოიჭრა თავი, კვალიფიციური კადრები ერიდებიან მათთან თანამშრომლობას”

„ერთსა და იმავე ადამიანებს რამდენჯერმე აბრუნებენ ერთსა და იმავე პოზიციაზე, ეს ნიშნავს, რომ კადრების დეფიციტიცაა. ვფიქრობ, დღევანდელმა ხელისუფლებამ იმდენად მოიჭრა თავი და იმხელა დისკრედიტაცია განიცადა, რომ უკვე კვალიფიციური კადრები ერიდებიან მათთან თანამშრომლობას და რჩება ერთი და იმავე ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ატრიალებენ ერთსა და იმავე თანამდებობებზე“

ბადრი ჯაფარიძე – “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ჯაფარიძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

 

იტვირთბა....