მთავარი პოლიტიკა

“მივესალმები შოთაძის კანდიდატურის დაყენებას”

„ირაკლი შოთაძე იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც, მე, როგორ იუსტიციის მინისტრმა, დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე შეკრული პროკურორთა კორპუსი და გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი. შესაბამისად, მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას. ძალიან ბევრი ღირსეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების კანდიდატურა არის შეტანილი საბჭოს წინაშე… დაველოდოთ რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ მაშინ ირაკლი შოთაძემ მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ არ მომწონდა, ეს პოზიცია მას შემდეგ არასდროს შემიცვლია“

თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

აღნიშნული განცხადება წულუკიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი.

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

იტვირთბა....