„მე მართლა გული მწყდება, კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში. ადამიანურად, როგორც ქართველი ვამბობ ამას, მისმა ამ დეგრადირებამ როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ. 2012 წლის ეს ამხელა ენთუზიაზმი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სად მივიდა ეს ყველაფერი. აქვს ამ ქვეყანას ამხელა რესურსი, რომ სულ ასე წრეზე ვიაროთ? გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება”
მამუკა ხაზარაძე – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.