ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შოთაძის დაბრუნება ამორალურია. ეს არის მთელი სისტემის სრული კრახი” – ხაზარაძე

„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” გაავრცელა და აღნიშნა, რომ შოთაძის დაბრუნება სისტემის სრული კრახია.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ის შეესწრო გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლში, გენერალური პროკურორის რანგში, საქმის გარჩევას და აღნიშნავს, რომ შოთაძეს უფლება არ აქვს თანამდებობაზე დაბრუნდეს.

„შოთაძის დაბრუნება უკვე ამორალურია. ეს არის მთელი სისტემის სრული კრახი. მეორეა ის, რომ არის საკმაოდ სერიოზული მორალური და იურიდიული ნონსენსი. მე ამის შესახებ განვაცხადე პარლამენტში და მედია და საზოგადოება საქმის კურსშია – შოთაძე ესწრებოდა საქმის გარჩევას, რომელსც ივანიშვილი ატარებდა თავის სახლში და რომელსაც ესწრებოდა რამოდენიმე ადამიანი. მოქმედი პროკურორი დღეს ბრუნდება ყოველგვარი შეწუხების გარეშე, თითქოს არაფერი მოხდება. პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებასა და თითოეულ ადამიანზე მწყდება გული, რომელიც ასეთ სისტემას იტანს.

შოთაძე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საქმის გარჩევაში იმყოფებოდა, იქ ყველაზე პოზიტიური როლი შეასრულა, როგორც იურისტმა. ის, რასაც გვაბრალებდნენ ბიძინა და ვანო ჩხარტიშვილი, მან თქვა, რომ ვერ აღმოაჩინა იქ დოკუმენტებში ისეთი რამ, რაზეც შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შოთაძემ კანონი არ დაარღვია. ივანიშვილი არ წარმოადგენდა პარტიას. გენერალური პროკურორი ასეთ რამეს არ უნდა ესწრებოდეს. შოთაძის დაბრუნება, ეს არის ფარცხალაძის დაბრუნება და ივანიშვილისთის იმ შავი საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებული აქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, კვლავ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს

იტვირთბა....