ახალი ამბები მთავარი

თბილისში ხვალ თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი

თბილისში ხვალ თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, ნონა ელისაშვილი ავრცელებს.

სინოპტიკოსის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოში კი გამოიდარებს.

„ხვალისთვის დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. რაც შეეხება დაბლობის ტემპერატურას, გვექნება 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ველოდებით მცირე თოვლს და ნისლს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგან -5 გრადუსი ყინვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“,- განაცხადა ნონა ელისაშვილმა.

იტვირთბა....