ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინული “ბოინგის” აფეთქების გადაღების გამო ერთი პირი დააკავეს

ირანში, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს, ვიდეოს გადაღების გამო ერთი პირი დააკავეს.

“ნიუ იორკ თაიმსი”-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჩანს, თუ როგორ მოხვდა თვითმფრინავს ირანის მიერ ნასროლი ორი რაკეტა.

“ვიდეოს ანონიმ ავტორს ბრალს სავარაუდოდ ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მუხლით წაუყენებენ” – წერს დასავლური მედია.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.

იტვირთბა....