ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნინო წილოსანს Human Rights Watch ტორტი გონია და შეიძლება ჩაკბიჩოს” – ელისაშვილი

“როგორი ღიმილის მომგვრელია, რომ თამარ ჩუგოშვილი აღარ არის სპიკერი, ასეთ საკითხებზე და არის ნინო წილოსანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენაც არ ააქვს რა არის, “Human Rights Watch”, ნამცხვარი გონია ალბათ ან ტორტი და შეიძლება ჩაკბიჩოს.”

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი – ალეკო ელისაშვილი

“ციტატა”

“ტვ პირველი”

აღნიშნული განცხადებით, ელისაშვილი ეხმაურება, უმრავლესობის დეპუტატის ნინო წილოსანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც “Human Rights Watch” დასკვნასთან დაკავშირებით გაავრცელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია უარყოფითი ამბების შეგროვებისკენ არის მიდრეკილი.

შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch- მა გამოაქვეყნა უმწვავესი ანგარიში. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა.

 

იტვირთბა....