ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე, დემოკრატებმა ახალი მტკიცებულებები წარადგინეს

აშშ-ში, პრზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე დემოკრატებმა ახალი მტკიცებულებები წარადგინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახალი მტკიცებულებები უკრაინელი ბიზნესმენის ლევ პარნასის სატელეფონო ჩანაწერებსა და წერილებს ეფუძნება.

დემოკრატების მტკიცებით, ტრამპს უკრაინელ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა, ჯო ბაიდენის საქმესთან დაკავშირებით.

აშშ-ს კონგრესმა, ახლა იმპიჩმენტის ბრალდებების სენატში გაგზავნას უნდა უყაროს კენჭი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის საფუძველი ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

წარმომადგენელთა პალატამ, 4 დეკემბერს, იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

იტვირთბა....