რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა, პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.
პუტინმა აღნიშნული თანამდებობის შექმნაზე დღეს, ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.
პუტინმა დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაანონსა. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.
შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა ცოტა ხნის წინ გადადგა. პუტინმა მათ მადლობა გდაუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთად ყველაფერი მაინც ვერ გამოუვიდათ.