სააგენტო “პრაიმტაიმმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ერეკლე კუხიანიძეს.
სააგენტოს ცნობით კუხიანიძემ საქართველოს საპატრიარქოს გორის რაიონულ სასამართლოში უჩივლა. სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტაძრის ყოფილი სამრეკლო კუხიანიძეს მიაკუთნა, სადაც ის ბიზნესის მოწყობას გეგმავს.
“პრაიმტაიმის” თქმით საქმე ეხება სოფელ ქვემოჭალაში მდებარე ამილახვრების ისტორიულ სასახლეს, რომელიც კუხიანიძის საკუთრებაა, თუმცა საპატრიარქოსთან სასამართლო დავის საფუძველი იქვე არსებული ტაძარია, რომელიც, კონკორდატის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს.
როგორც სააგენტო იუწყება სასამართლო დავა ამჟამად სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
“მეტრონომი” დაინტერესდა აღნიშნული თემით და საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ერეკლე კუხიანიძეს დაუკავშორდა, რომელმაც “პრაიმტაიმი” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
“ყველაფერი ტყუილი დაწერეს. არანაირი სარჩელი საპატრიარქოს წინააღმდეგ არ შემიტანია და ხვალ მექნება ვრცელი ინტერვიუ ყველაფერზე” – აღნიშნა კუხიანიძემ “მეტრონომთან” საუბარში.
“მეტრონომი” მოვლენების განვითარებას თვალყურს ადევნებს და ახალი ინფორმაციის გაგებისთანავე შეგატყობინებთ სიახლეებს.