ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს მოსახლეობას თავისუფალი ცხოვრების საშუალება” – რუდი

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა და განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება უნდა მისცენ.

მან სოფლის მცხოვრებლებს სკოლის გახსნა მიულოცა და ფინანსური დახმარებისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ – განაცხადა რუდმა.

იტვირთბა....