მიმდინარე წელს, ტოკიოში პირველ სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება ქართველმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მოიპოვა. ტოჩინოშინის მეტოქე მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მსუბუქი რიკიში, მე-5 მაეგაშირა ენჰო იყო.
ქართველმა მებრძოლმა სწორად შერჩეული სტრატეგიის წყალობით, დაჯახებისთანავე მოიპოვა კომფორტული უპირატესობა და მეტოქის მავაში მყარად აიღო, ამის შემდეგ ტოჩინოშინმა ფიზიკური ძალა გამოიყენა , ენჰო აიტაცა ხელში და უპრობლემოდ, ეფექტური ცურიდაშის ილეთით გადასვა დოჰიოს მიღმა.
4 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძეს ბალანსი 2:2-ზე აქვს და ის კვლავ იბრძოლებს აუცილებელი მიზნის, მინიმალური დადებითი ბალანსის შესასრულებლად, რაც მას რანგის დაქვეითებისგან იხსნის. ჰაცუ ბაშოზე 10 -ზე მეტი გამარჯვების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი სანიაკუს, ანუ უძლიერესი სუმიტორების რიგეებს დაუბრუნდება