aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება” – დავით ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მომავალ არჩევნებში, ივანიშვილი „ოცნების“  სიის პირველი ნომერი იქნება.

“ნაკლებად რეალური მგონია ბიძინა ივანიშვილის ახლა პრემიერად მობრუნება, იმიტომ რომ საარჩევნო წელია. თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია. გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია – ხალხის მხარდაჭერა” – ამბობს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, კულუარულად მრთვა – ეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრი პირველი პირი ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება… ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

“ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი დღეს პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული, იმიტომ რომ, არჩევნებს პარტია იგებს და ის ხვდება იმ ადამიანებს, ვინც შემდგომში „საარჩევნო ველზე“ უნდა იმუშაოს ინტენსიურად  და ვიზეც ფიქრობენ, რომ „ ოცნების“ შემავსებელი ახალი სახეები გახდებიან”. – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, გახარიას გადაყენების შემთხვევაში ივანიშვილი ამპოსტზე უფრო ნეიტრალურ ფიგურას დანიშნავს, რომ საარჩევნო სიასთან, გუნდთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები რომ არ წააყენოს.

“საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ, ყველა ხვდება, მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს. ამიტომ კვოტებზე და მაჟორიტარებზე „ბრძოლა“ იქნება. გახარია კი დღეს მარტოა დატოვებული” – ამბობს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მანამდე კი საუბრები უკვე დაიწყო პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....