aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ჩადიხარ დანაშაულს, პასუხისგება მოგიწევს” – ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

, ვინც არის ხელისუფლებაში, პირველი პირი იქნება თუ მინისტრი, უნდა იცოდეს კარგად, რომ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ცივილიზებული სამყარო დაუწესებს სანქციებს და ეს არა ერთხელ გვინახავს – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა.

“ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელისთვის დაწესებული სანქცია კი, გაფრთხილებაა სხვა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვისი მოღვაწეობაც დანაშაულის შემცველია.

და არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე აფრიკული ქვეყნის პირველ პირი იქნება ეს, თუ ევროპული ქვეყნის.
ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის ხელისუფლებაში, პირველი პირი იქნება თუ მინისტრი, უნდა იცოდეს კარგად, რომ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ცივილიზებული სამყარო დაუწესებს სანქციებს და ეს არა ერთხელ გვინახავს.

რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“, ის რაც დღეს იქ ხდება – კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება… – ეს აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. დამარცხების შემთხვევაში კი, ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს სათავეშია, ალბათ პასუხიმგებლობის წინაშე დადგება” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

იტვირთბა....