“დიახაც, პატრიარქმა იქადაგა, რომ მეორედ მოსვლა, დღეს, შეიძლება ხვალ იყოს. რამენიმე დღეშიო. ეს ნიშნავდა იმას, რომ პატრიარქმა გვითხრა, თუ ჩვენ არ დავფიქრდებით, თუ არ ვისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გატანა, ეს მეორედ მოსვლა ძალიან მალე დადგება თითოეული ჩვენგანისთვის”
მამა შალვა კეკელია
განაცხადა მამა შალვამ “პალიტრანიუსის” ეთერში
შეგახსენებთ, 12 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ მეორედ მოსვლა ძალიან ახლოსაა.