ავსტრალიის მთავრობამ, კერძოდ წყლის რესურსებისა და გარემოს განვითარების სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო 5 000 აქლემი მოკლას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო FOX13 ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ეკოლოგიური პრობლემებით და აქლემების პოპულაციის ზრდით. ABC-ის ინფორმაციით, უწყლობით გატანჯული ცხოველები კვდებიან და აბინძურებენ მიმდებარე ტერიტორიებზე სასმელ წყალს და ბუნებრივ რესურსებს.
ამასთან ირკვევა, რომ უწყლობით შეწუხებული აქლემები მიმდებარე დასახლებებს ესხმიან თავს და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
“თქვენ წარმოიდგინეთ, აქლემი რამდენიმე კილომეტრზე გრძნობს წყლის სუნს. ამიტომაა, რომ მოსახლეობაში კონდიციონერებამდეც კი აღწევენ და ანადგურებენ მათ, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას” – აცხადებს მთავრობის წარმომადგენელი რიჩარდ კინგი.
ABC-ის ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირის განმავლობაში გეგმავს ვერტმფრენებიდან ცხოველების დახოცვას, რაც მათი აზრით, გარკვეულწილად ხელს შეუწყობს აღნიშნული ცხოველის პოპულაციის შემცირებას.