aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე , თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....