ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი, ყველაზე საშიში ნარკოტიკი ქართულ შავ ბაზარზეც გამოჩნდა

მთელს მსოფლიოში უკვე აღიარებული, ყველაზე საშიში ნარკოტიკი, ჯი-ეიჩ-ბი საქართველოშიც გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.

წამალი თავდაპირველად 60-იან წლებში ანესთეზიისთვის გამოიგონეს, მოგვიანებით, 80-იან წლებში წონის დასაკლებად იყენებდნენ.

ბოლო კვლევებით, ნარკოტიკი განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. 30 წლის განმავლობაში მისი მოხმარების ფონზე 16 000 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ აშშ-ში.

მისი მოხმარება უმძიმესი შედეგით სრულდება. ნარკოლოგები, შავ ბაზარზე მის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას კატეგორიულად მოუწოდებენ სიფრთხილისკენ.

ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს სუნთქვის ცენტრზე, თრგუნავს რეფლექსს, რაც საბოლოოდ, შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ექიმის თქმით, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს, მეორენაირად “ქიმიური სექსის” სახელითაც იცნობენ – ამის შესახებ კლინიკა “ნეოგენის” დირექტორი აცხადებს.

როგორც ექიმები ამბობენ, გაუხმაურებელი შემთხვევები უფრო ხშირია, როდესაც კლინიკებში მოზარდები შეჰყავთ და მიმართვიანობა ახალი წლის პერიოდში მეტად გაიზარდა.

ფსიქოლოგების თქმით, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი პირდაპირ ურტყამს ფსიქიკას და ნეგატიური შედეგი ხშირად პირველი მოხმარებისთანავე დგება.

იტვირთბა....