„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, კალანდობის დღესასწაულზე მათ არ უშვებენ.
„ვინ მისცა სალომე ზურაბიშვილს უფლება განმისაზღვროს, საკრებულოს წევრების ადგილი საკრებულოშია, თუ სხვაგან?! როგორი სამარცხვინო პრეზიდენტიც არის, ისეთი ფარჩაკი განცხადება გააკეთა მან. სალომე, პირადად ვეტყვი ამ მოღალატე ქალს, ჩემი ადგილი საკრებულოშია თუ სხვაგან“, – აცხადებს საკრებულოს ერთ-ერთი წევრი.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ბესო ქათამაძის განცხადებით, კალანდობა 6 საათზე, პრეზიდენტის ახირების გამო გადმოიტანეს, რაც ამ დრომდე არასოდეს მომხდარა.
“ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა”, – აღნიშნა ბესო ქათამაძემ.
შეგახსენებთ რომ, პრეზიდენტი გურიაში დღეს ჩავიდა და იქ სამი დღე დარჩება.