“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები, გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.
საკრებულოს წევრების თქმით, მათ არ უშვებენ კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.
„ვინ მისცა სალომე ზურაბიშვილს უფლება განმისაზღვროს, საკრებულოს წევრების ადგილი საკერუბულოშია, თუ სხვაგან?! როგორი სამარცხვინო პრეზიდენტიც არის, ისეთი ფარჩაკი განცხადება გააკეთა მან. სალომე, პირადად ვეტყვი ამ მოღალატე ქალს, ჩემი ადგილი საკრებულოშია თუ სხვაგან“, – განმარტა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.
ისინი აპროტესტებენ იმასაც, რომ კალანდის აღნიშვნა 6 საათზე იწყება. პრეზიდენტთან ერთად კალანდობის დღესასწაულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრება.
“ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გურიას 3-დღიანი ვიზტით დღეს ეწვია.