ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წელს, ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს” – გამყრელიძე

“ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა და მოთხოვნილება ვაქცინაციაზე, რომელიც გახლავთ უპირველესი პრევენციული საშუალება და მეთოდი გრიპის პროფილაქტიკის. წელს, ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს. ახლა უკვე აცრილია, დაახლოებით, 96 900 ადამიანი. ჯერ კიდევ გვაქვს ვაქცინების მარაგი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაღალ რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულებს, რომ ისარგებლონ ვაქცინაციით“

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

იტვირთბა....