ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, მაგრამ მწამს, რომ ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას”, – პატრიარქი

სამების საკათედრო ტაძარში დღეს მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო, მილოცვა დაურიგდა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი”, – ნათქვამია პატრიარქის საშობაო მილოცვაში.

იტვირთბა....