„მივმართავ ირანელ მამაც, მრავალტანჯულ ხალხს: ჩემი გაპრეზიდენტების დროიდან მუდამ თქვენ გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“
დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი
სოციალური ქსელი “ტვიტერი”
შეგახსენებთ, თეირანის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ირანის მთავრობამ აღიარა „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“.