ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის რევოლუციური გვარდია „სრულ პასუხისმგებლობას“ იღებს უკრაინის ავიალაინერის ჩამოგდებაზე

ირანის რევოლუციური გვარდია განცხადებას ავრცელებს, სადაც „უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ. ასეთ პირობებში, ადამიანური შეცდომა მოხდა წინასწარი განზრახვის გარეშე და თვითმფრინავს ესროლეს“ – აცხადებენ ირანის რევოლუციურ გვარდიაში.

განცხადების თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდია მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან და პირობას დებს, რომ მომავალში საჰაერო სისტემებს განაახლებენ.

შეგახსენებთ რომ, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდება.

იტვირთბა....