საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ირანის მთავრობამ აღიარა „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“.
აქციის მონაწილეები მომხდართან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითოვდნენ.
თეირანის ქუჩებში გამოსულების მოთხოვნათა შორის იყო ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომაც.
არსებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს.