ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ ერაყიდან სამხედროებს კომპენსაციის სანაცვლოდ გაიყვანს

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, “ფოქს ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის სანაცვლოდ, ვაშინგტონი კომპენსაციას მოითხოვს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი ამერიკა იძულებული იქნება ერაყიდან გაიყვანეს სამხედროები, მაშინ ერაყს მოუწევს, სამხედრო ბაზებისა და საელჩოების მშენებლობაში აშშ-ის მიერ დახარჯული თანხების ანაზღაურება უზრუნველყოს.

„თუ ჩვენ გავალთ, მაშინ მათ მოუწევთ გადახდა. მათ მოუწევთ გადახდა საელჩოებისთვის, ასაფრენი ბილიკებისთვის და მოუწევთ იმ სახსრების ანაზღაურება, რომელიც დავხარჯეთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში, საბანკო ანგარიშებზე, არის 35 მილიარდი დოლარი, რომელიც ერაყს ეკუთვნის და თუ ერაყი კომპენსაციას არ გადაიხდის, ეს აქტივები დარჩება აშშ-ს. ტრამპის თქმით, ერაყის მთავრობა საჯაროდ აცხადებს, რომ ქვეყნიდა ამერიკელი სამხედროების გაყვანა სურს, მაგრამ პირად საუბარში ამ მოთხოვნას არ აყენებს.

 

იტვირთბა....