“C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში არის გლობალურად აღიარებული პროგრამა და ის, რომ პროგრამა ეფექტურია, ამაზე ვთანხმდებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ის მონაწილე მხარეები, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში თავიდანვე იყო ჩართული, სრულიად საერთაშორისო საზოგადოება, ვინც არის ძალიან ავტორიტეტული C ჰეპატიტის და, ზოგადად, ღვიძლის დაავადებებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებებთან დაკავშირებული პროგრამების მიმართულებით.”
სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ გაბუნია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.