ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დღეს, მოსკოვში, გაიმართება შეხვედრა ანგელა მერკელსა და პუტინს შორის

რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით დღეს, მოსკოვში, გაიმართება შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასიც მიემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ტელეფონით უკვე ესაუბრა. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო ზარი, ფრანგი პოლიტიკოსის მიერ იყო ინიცირებული.

იტვირთბა....