ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ 19 ხმით ოთხის წინააღმდეგ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაზე თავი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან  ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.

 

 

იტვირთბა....