ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს ირანთან ომის დაწყების უფლებას უზღუდავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყების უფლება ეზღუდება.

აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

კანონმდებლებმა რეზოლუცია 224 ხმით 194-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატიდან სენატში გადაინაცვლებს და თუკი დოკუმენტს სენატიც დაუჭერს მხარს, მის ძალაში შესასვლელად შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელმოწერა საჭირო აღარ იქნება.

შეგახსენებთ, ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.

ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს დაუყოვნებლივ უწესებს.

 

იტვირთბა....