თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობას ახლ წელს ულოცავს და წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალს აკეთებს, რომელიც მისი თქმით ივანიშვილმა გაუკეთა საზოგადოებას.
“მნიშვნელოვანი და სასწაული -უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.
რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!
- წლის მოვლენა_გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;
- წლის ეკონომიკური მიღწევა _ 1$=3ლარი;
- წლის პოლიტიკური მიღწევა_ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება (პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);
- წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო (ქუთაისის აეროპორტიდან)
- წლის ანეგდოტი_ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;
- წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა_დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო (ექიმის არა, გიჟის);
- წლის ტრაგედია_ ერს ისევ ძინავს;
- წლის დიაგნოზი_ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;
- წლის სახალხო მიღწევა_გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;
შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს” – წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.