პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარე, რომან კაკულია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინების გამო შეაფერხა. ამის შესახებ რომან კაკულიამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე: “ამ პროექტის განხორციელებაში ივანიშვილმა დაინახა საფრთხე რუსეთთან ურთიერთობაში, რომ რაღაც ტიპის პრობლემებს შექმნიდა, ამიტომ მეორე ხელით დაიწყო მთავარი მოთამაშეების დისკრედიტაცია, პროექტისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა და ურჩევნია ამას დაერქვას, პოლიტიკურად იეჭვიანა, ხაზარაძეს დევნის და ა.შ. ვიდრე თქვას, რომ ეს არის საფრთხეების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება? სწორად გავიგე?”
მმართველი გუნდის დეპუტატი დაეთანხმა და, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ხელისუფლებამ მამუკა ხაზარაძისა და “ანკლიის განვითარების კონსორციუმის” წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები განახორციელა.
“კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩემი დასკვნები ეფუძნება ბ-ნ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ჩემს ცოდნას და ემოციებს მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში… ჩემთვის წამყავნი არის ქვეყნის უსაფრთხოების ხედვა და ამ ინსტრუმენტების გამოყენება ხდება სხვა ინსტრუმენტების არარსებობის გამო და არა იმიტომ, რომ ამ ინსტრუმენტებით აღფრთოვანებულია ქვეყნის ინსტიტუტები”, – თქვა კაკულიამ.