გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგოერთ უბანში. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, ცინცაძის, საბურთალოს, კუტუზოვის და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხევძმარის ქერჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.