aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში”

„ეს პორტი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, თუმცა სამწუხაროდ, მანამ ჩვენ დაგვაკარგინა ხუთი-ექვსი წელი – მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის პირადი, პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს დაუსვა წერტილი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

იტვირთბა....