მთავარი ციტატა

“არ გვრჩება სხვა გამოსავალი, უნდა მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს” – ლევან ახვლედიანი

“მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, არ გვრჩება სხვა გამოსავალი, უნდა მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს”, – აცხადებს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორი ლევან ახვლედიანი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ “კონსორციუმთან” საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ახვლედიანმა საკითხზე პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“არის კონკრეტული იურიდიული პროცესები, რომლებიც გასავლელია”, – თქვა ახვლედიანმა.

მან მთავრობის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

 

იტვირთბა....