„საოცრებაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფო კონსორციუმს, ფაქტობრივად, გადაგდებული ჰყავდა. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები შეასრულა, არაერთხელ გაუგრძელა ვალდებულებების შესასრულებლად კონტრაქტი, პირობები შეიცვალა. 2019 წლის გაზაფხულიდან უკვე გამოაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელობამ, რომ ისინი გადადიან პოლიტიკური ბრძოლის პლატფორმაზე და ყველაფერი, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხდება, გადაიტანა ამ პოლიტიკურ ფორმატში. სახელმწიფო ახალ ტენდერს გამოაცხადებს და იმედია, რომ კეთილსინდისიერი შემსრულებელი მოკიდებს ამ საქმეს ხელს“
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.
მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.