ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა “შეცვალემ” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან წყალი მიიტანა

მოძრაობა “შეცვალე” ინფრასტრუქტურის სამინისროსთან აქციას მართავს.

მოძრაობის წევრები მაია ცქიტიშვილის უწყებაში მივიდნენ და წყალი მიიტანეს. ამ ფორმით ისინი ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდების პრობლემას აპროტესტებენ.

მათი თქმით წყალმომარაგების პრობლემებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხელისუფლების უუნარობა.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანისა და გუდაურის ნაწუილს წყალი რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა, რამაც კურორტზე ტურისტების შემცირება გამოიწვია. 

საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა ვგიორგი გახარიამაც. სამთოკურორტების ნაწილს წყალმომარაგება ნაწილობრივ აღუდგათ. კურორტზე ჩასული იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც. 

იტვირთბა....