ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო” – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ის რაც ბაკურიანსა და გუდაურში მოხდა არ უნდა დაეშვათ.

მისი თქმით, მთავრობას ამ მიმართულებით მეტი პრევენციული მუშაობა მართებდა.

„სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების მოსაზიდად ახორციელებს, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ უფრო მეტი პრევენციული მუშაობა გვმართებდა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს,“ – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე იმართება.

იტვირთბა....