მთის კურორტზე, კერძოდ გუდაურში, სამ დღიანმა უწყლობამ, დამსვენებლებს დისკომფორტი, ადგილობრივ ბიზნესს კი პრობლემები შეუქმნა. სასტუმროს მომარაგება, სახანძრო მანქანების ცისტერნებიდან და ავზებით ხდებოდა.
უკმაყოფილო ტურისტებმა მთის კურურტი დატოვეს, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, ზარალი საგანგაშო არ არის.
წყლის პრობლემა ასევე ბაკურიანშიც აღინიშნებოდა. რამოდენიმე ქუჩას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა.