საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხა, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით, 1800 ლარი გახდება.
როგორც გახარიამ აღნიშნა, 2020 წლიდან პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„განათლების სამინისტრომ პროფესიულ განათლებაზე წარმოადგინა საკითხი. პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით, 1800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე გაიმართა.