ოპოზიციის მიერ შექმნილ ე.წ “შავ სიაზე”, “საქართველოს მწვანეთა პარტია” განცხადებას ავრცელებს.
პარტია ამ განცხადებით ოპოზიციას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი „ნაცები“ და მათთან მიმაგრებული ჯგუფები საქართველოს მოქალაქეების დასასჯელ „შავ სიას“ ამზადებენ! არ გვესმის, რატომ სჭირდებათ ამისათვის ამდენი დრო და გაუთავებელი თათბირები, 2003-2012 წლებში ლამის მთელი საქართველო ჰყავდათ დასასჯელთა „შავ სიაში“ შეყვანილი – პირდაპირ ის სია გამოაქვეყნონ, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი დაუძლეველი პრობლემა აქვთ „ნაცებთან“ მიმაგრებულებს, ისინი თავად იმყოფებოდნენ 2003-2012 წლების დასასჯელთა „შავ სიაში“. თუმცა ამის დაძლევაც არაა პრობლემა, თუ „შავ სიას“ შეცვლიან იმ „შავი ხვრელით“, რომელში მოხვედრითაც სულ ახლახან ემუქრებოდნენ ქრონიკულ, მათ შორის ონკოლოგიური დავადების მქონე ადამიანებს! ამასთან ერთად, გვინდა, მოუწოდოთ სიფრთხილისკენ – „შავი ხვრელი“ ძალზედ სახიფათო რამაა და შესაძლებელია სხვის მაგივრად თავად ამოყონ შიგ თავი!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.