საქართველოში მიმდინარე სეზონის გრიპის ვირუსის სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვლილია ორი პაციენტი, რომელთა შემთხვევებიც ლაბორატორიულად დადასტურდა. ყველაზე დიდია რისკი, სეზონური გრიპის გართულების არის მაშინ, როდესაც გრიპს ქრონიკული დაავადება ერთვის, ან მისი მკურნალობა გვიანდება.
გრიპის ვირუსის გავრცელება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მზარდი არ არის. სტატისტიკა შემცირებულია, როგორც გასულ კვირასთან, ასევე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.
ვირუსის დიაგნოზით განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები, მოხუცები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
მედიკოსები, მაღალი ტემპერატურის, თავის ძლიერი ტკივილის, პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის შემთხვევაში, პაციენტებს ურჩევენ დროულად მიმართონ ექიმს, დაგვიანებული მკურნალობისას გრიპის ვირუსის შემთხვევაში, ხშირია ანთებითი პროცესები და სხვა უფრო მძიმე შედეგები.