“ლეიბორისტული პარტიის” წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის, სასამართლო პროცესი დასრულდა. დაცვის მხარის შუამდგომლობით, გამოიკვლიეს სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერები, რომელიც დაკავების პროცესს ასახავდა. ასევე, დაიკითხა დაცვის ორი მოწმე.
ჩხარტიშვილს მოსამართლე ნინო თარაშვილმა 3000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ჩხარტიშვილი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის მეორე ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.