უკრაინულმა თვითმფრინავმა, რომელმაც ავიაკატასტროფა თეირანის აეროპორტში დაჯდომამადე განიცადი, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა წევრი დაიღუპა.
ამ მომენტისთვის ადგილზე მაშველებუ მუშაობენ. ბორტზე 167 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
“ბორტზე მყოფთა გადარჩენის შანსის ნულის ტოლია” – ამის შესახებ “ტელეგრამ კანალში” “წითელი ნახევარმნთავრის” ორგანიზატორმა განაცხადა.
ავიაკატასტროფის საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
“საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა”, – წერს პრეზიდენტი.
იყო თუ არა ბორტზე საქართველოს მოქალაქე ჯერჯერობით უცნობია.